20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
"ამ უკუღმა დაბადებულებს სანამ უკან არ შევაბრუნებთ, არაფერი ეშველება ამ ქვეყანას", - ომარ ნიშნიანიძე ყოფილ ხელისუფლებაზე

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი და ბოლო დროს გავრცელებული წამებისა და ძალადობის კადრები იყო მთავარი თემა რომლებზე კამათითაც დღეს პარლამენტის სხდომა გაიხსნა.

უმრავლესობის და უმცირესობის წევრებმა ამ თემებზე სპეციალური განცხადებები გააკეთეს. ოპონენტები ერთმანეთს მოვლენების პოლიტიზებასა და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

"ამ უკუღმა დაბადებულებს, ყველა ერთი საშოდან რომ არიან გამომძვრალი, სანამ უკან არ შევაბრუნებთ არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. დღეს ამ თვითმარქვია გველაძუებს პირზე აქვთ აკერებული ერთი აჩემებული მესიჯი, რომ ჩვენ ვართ უნიათოები. ამ მხრივ ისინი ნაწილობრივ მართლაც არიან შეიძლება მართალი, ყოველ შემთხვევაში მათი აზრით, რომ ჩვენ არ დავემსგავსეთ უმგვანოებს და სარზე არ ჩამოვაცვით ისინი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა ომარ ნიშნიანიძემ.  

დღის ამბები