20 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესსა და წამებისა და ძალადობის კადრებზე კამათით გაიხსნა პარლამენტის სხდომა

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესსა და წამებისა და ძალადობის კადრებზე კამათით გაიხსნა დღეს პარლამენტის სხდომა. ოპონენტები ერთმანეთს მოვლენების პოლიტიზებასა და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

"არის აშკარა მცდელობა, რომ თავის ენაზე გადაწერონ ის სამარცხვინო ისტორია, რომლითაც ისინი შემორჩებიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ამიტომ, სრულიად არ ვიქნებით იმის წინააღმდეგი ალბათ, რომ უფრო სერიოზულად დავინტერესდეთ და უფრო სერიოზული გამოძიებები წარიმართოს იმ დანაშაულებების კვალდაკვალ, რომლითაც წინა ხელისუფლების რეჟიმი ხასიათდებოდა," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძე. 

დამოუკიდებელი დეპუტატის გია გაჩეჩილაძის თქმით, იმედი აქვს, რომ რუსთავი 2 გასცემს პასუხს, "თუ საიდან აქვთ უფრო მასშტაბური, სრულყოფილი, გრძელვადიანი კადრები იმ წამების და სპეკტაკლების, რომელიც, როგორც ისინი ამბობენ, დაიდგა." 

დღის ამბები