20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
"დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მივიღებთ,"- ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებზე

"დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მივიღებთ,"- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი 2-ის საკითხთან დაკავშირებით ამერიკელი და ევროპელი დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ 3 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს დაფასება სჭირდება. 

"ჩემთვის და ყველასთვის ძალიან ფასეულია ის განცხაებები, რომელიც კეთდება. ჩვენთვის საინტერესოა მოვისმინოთ კრიტიკა, ოღონდ დამსახურებული, ჯანსაღი და ობიექტური. დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მივიღებთ, ვერც მეგობრებისგან, ვერც პარტნიორებისგან მითუმეტეს ჩვენი მტრებისგან. ჩვენ ვართ მოწადინებულები, რომ კიდევ გავაუმჯობესოთ ის შედეგი, რაც 3 წლის განმავლობაში მივიღეთ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება დაფასება,"- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

დღის ამბები