20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება

რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება. ამის შესახებ მოსამართლე ურთმელიძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. 

ხვალინდელ სხდომაზე რუსთავი 2-ის იურისტები საპაექრო სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე ურთმელიძე გადაწყვეტილების მისაღებად გავა. 

დღევანდელი სხდომა დღის მეორე ნახევარში ხმაურით მიმდინარეობდა. მოსამართლე ურთმელიძემ ტელეკოპანიის ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა დღესვე დაიკითხა მოსარჩელე მხარის ერთადერთი მოწმე, სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი შოთა ივანაშვილი, რომელმაც მოამზადა დასკვნა კომპანიის წილების ფასის შესახებ. 

 

 

 

დღის ამბები