20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა ხვალ დასრულდება-ურთმელიძემ გადაწყვეტილება შესაძლოა ხვალვე მიიღოს

საქმის  „ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ“ განხივლა ხვალ დასრულდება და მოსამართლე ურთმელიძე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა. არ არის გამორიცხული ურთმელიძემ გადაწყვეტილება რამდენიმე საათში ან დღეში გამოაცხადოს.

მანამდე კი დღეს სასამართლოზე საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. დაიკითხა საქმეში არსებული ერთი მოწმე.  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელმა შოთა ივანაშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ დასკვნის მოსამზადებლად მან 10 დოკუმენტი მოითხოვა და ხალვაშის ადვოკატებმა მას მხოლოდ 2 გადასცეს, თუმცა ამის მიუხედავად მან საქმე შეისწავლა და ზუსტად ერთ დღეში დაადგინა რუსთავი 2-ის წილების ღირებულება. რუსთავი 2-ის ფინანსური დირექტორის კითხვებს დღეს ივანაურმა ვერც ერთი არგუმენტირებული პასუხი ვერ გასცა.

მოწმის დაკითხვის შემდეგ რუსთავი 2-სა და TV საქართველოს იურისტებმა სამქმეში არსებული მტკიცებულებებიდან რამდენიმე მათგანის ამოღება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ სხდომათა დარბაზში ვითარება დაიძაბა იურისტებსა და მოსამართლეს შორის რამდენჯერმე ხმამაღალი შელაპარაკება მოხდა. პროცესზე რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს ჯამში ხუთმა იურისტმა ხუთჯერ მოითხოვა მოსამართლე ურთმელიძის აცილება, თუმცა ურთმელიძემ არათუ არ დააკმაყოფილა იურისტების მოთხოვნა არც კი განიხილა.

პროცესი დღეს ქიბარ ხალვაშის იურისტების საპაექრო სიტყვით დასრულდა. ხვალ კი სხდომაზე საპაექრო სიტყვას, რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს იურისტები იტყვიან.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე, დავით ქაშიაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები