20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმის ერთადერთი მოწმის წარსული საქმიანობა და კავშირი ივანიშვილის ბიზნესთან

რუსთავი 2 არ არის ერთადერთი ხმაურიანი საქმე, სადაც ექსპერტ შოთა ივანაშვილის გვარი ფიგურირებს.

ივანაშვილს წინა ხელისუფლების დროს ორი სკანდალური საქმის ექსპერტიზა აქვს გაკეთებული. ორივე მათგანი ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს უკავშიდება.

ერთ-ერთი საქმე გლობალ TV-ს ანტენების დამონტაჟებას ეხებოდა, მეორე კი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ქართუ ჯგუფზე მომზადებული დასკვნაა.

დღეს ამ თემაზე სასამართლო სხდომათა დარბაზში საუბარი და კითხვების დასმა რუსთავი 2-ის იურისტებმა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება მოსამართლე ურთმელიძემ არ მისცა. ურთმელიძემ გადაწყვიტა, რომ რუსთავი 2-ის ადვოკატების კითხვები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები