რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი დღეს მორიგი პოლიტიკური დებატების თემა იყო პარლამენტში. ოპონენტები ერთმანეთს მოვლენების პოლიტიზებასა და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
პარალელურად განცხადებები გაკეთდა მთავრობაშიც. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებულ მკაცრ გზავნილებს პრემიერმინისტრი დაუმსახურებელ კრიტიკას უწოდებს და ისიც აღნიშნა, რომ ამ გზავნილების გათვალისწინებას ხელისუფლება არ აპირებს.
ხელისუფლების მხრიდან დარწმუნების მცდელობის მიუხედავად, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის შესახებ გამოთქმულ შეშფოთებას დღეს საქართველოში გაეროს ელჩიც შეუერთდა.
მოქმედი დიპლომატების გარდა, რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები დღეს დიპლომატთა კლუბის წევრებმაც შეაფასეს და ეს პროცესი ხელისუფლება მხრიდან წინასაარჩევნოდ მედიაგარემოს შეზღუდვას დაუკავშირეს.
ავტორი: ანა წერეთელი.