20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ "რუსთავი 2-ის" ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდეს

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადაყვანილი. გვარამია ამბობს, რომ არ არის გამორიცხული მაუწყებლის ეზოში სპეცრაზმის თანამშრომლები შემოვიდნენ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ურთმელიძე გადაწყვეეტილებას მიიღებს. გვარამიას მოსახლეობას დახმარების თხოვნით მიმართავს. 

"არსებობს არა მხოლოდ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის რისკი, არამედ არსებობს რისკი, რომ დაუყონებლივ იქნება აღსრულებაში მიცემული ეს გადაწყვეტილება და ჩვენს ეზოში სპეციალური დანიშნულების რაზმს ვიხილავთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმები ყაზარმულ მდგომარეობაზე არიან გადაყვანილები. შესაძლებელია მიიღონ ბრძანება და ამ ბრძანების ობიექტი იქნება რუსთავი 2, თავისუფალი სიტყვა და დემოკრატიული და თავისუფალი მომავალი. ჩვენ არ დაგვიჭიროთ მხარი, მხარი
დაუჭირეთ საკუთარ თავს, საკუთარი შვილების მომავალს და ქვეყნის განვითარებას. დღეს, ხვალ, ზეგ უახლოეს დღეებში წყდება ამ ქვეყნის მომავალი. ამ ქვეყნის მომავლი გადის რუსთავი 2-ზე ეს ჩვენ არ მოგვიგონია. მოგიწოდებთ შეიკრიბოთ რუსთავი 2-ის ეზოში პირველი საათიდან.

ჩვენ საქმეს იხილავს დაქირავებული ზონდერი, რომელიც აუცილებლად აგებს პასუხს სასამართლოს წინაშე, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე. საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს მოგიწოდებთ დაიცვათ სიტყვის თავისუფლება.

ნებისმიერ ვითარებაში ეს არის მოსალოდნელი და ამის რისკი მაღალია. ფორმალური წინაპირობა ამისა შეიძლება გახდეს, მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოწერილი
სააღსრულებო ფურცელი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ დავემორჩილებით. მის ყველა გადაწყვეტილებას აპირორი ვიხილავთ როგორც უკანონოს. ჩვენ მივიღებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას და ამ კომპანიაში არ შემოვუშვებთ იმ პირებს, ვინც კომპანიას დაასრულებს და ეთერში დატოვებს იმას, რაც ხელისუფლებას უნდა,"- აცხადებს გვარამია.

ამავე თემაზე
დღის ამბები