20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
შსს "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ადასტურებს

შსს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ, სპეცრაზმის მობილიზაციაზე გაკეთებულ განცხადებას არ ადასტურებს. ძალოვანმა უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნ. გვარამიას განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თითქოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები, ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით, გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე, არის სრული სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია.

ნ. გვარამიას მედია-მიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდებულია, რათა დაიცვას მოსახლეობის სიმშვიდე და უსაფრთხოება.

მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან,“ - წერია განცხადებაში.

დღის ამბები