„დღეს კიდევ ახალი გარემოებები გაირკვა, კერძოდ ურთმელიძე ან არ გვისმენს, ან მას უჭირს მოსმენილისგან შინაარსის გამოტანა,“ - ამბობს ზაზა ბიბილაშვილი და კურიერის პირდაპირ ეთერში იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც დღეს რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მოსამართლის აცილება კიდევ ერთხელ დააყენეს.
ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი კურიერში დღევანდელი სასამართლო პროცესის დეტალებს ყვება და ამბობს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე პროცესის მიმდინარეობისას გაურკვეველ დოკუმენტებს ეყრდნობა.
„სასამართლოს შენობაში მიდის ფარსი და ცირკი, ამას სასამართლო არ ქვია. ეს არის ივანიშვილის მიერ რუსული სცენარით ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობა, ამისთვის ის იყენებს ადამიანს, რომელსაც უბრალოდ მოსამართლის მანტია აცვია და მოსამართლის არც კვალიფიკაცია აქვს, არც ეთიკის ნორმებს ეყრდნობა და სისხლის სამართლის დანაშაულია მისი ქცევა. საქმეში არაფერია მოსარჩელის განცხადებებისა და მათ მიერ წარდგენილი ორი ფურცლის გარდა. ამაზე გამოაქვს მოსამართლეს განჩინებები,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.