20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ფინანსურმა დირექტორმა ექსპერტის დასკვნას "სრული სისულელე" უწოდა

რუსთავი 2-ის ფინანსურმა დირექტორმა, კახა დამენიამ, ექსპერტის დასკვნას სრული სისულელე უწოდა.

"ექსპერტმა ჩვენი კითხვებიდან გამომდინარე საბოლოოდ აღიარა, რომ საბაზრო ფასი არ შეუფასებია. იმდენად არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ თვითონაც ვერ გაბედა, რომ საბაზრო ფასი ჩაეწერა და ფინანსისტებისთვის გაუგებარი საორიენტაციო ღირებულება დაწერა... არანაირი ნორმატიული აქტისა და სტადარტის შესაბამისად შედგენილი არ იყო, შინაარსობრივად ფარატინა ქაღალდი იყო, რომელსაც გაურკვეველი პიროვნება აწერდა ხელს.  საერთაშორისო შეფასების სტანდარტებიდან ყველაზე უარესი მეთოდის გამოყენება შეძლო, მან ეს მეთოდიც კი ვერ მოახერხა, რომ სრულყოფილად განეხორციელებინა,"-განაცხადა დამენიამ. 

კახა დამენიას თქმით, დოკუმენტი უბრალოდ არის აკრეფილი ციფრების კრებული. მისივე თქმით, ექსპერტმა მხოლოდ მიმატება-გამოკლება გამოიყენა.

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები