მედიაექსპერტი ნინო დანელია არ გამორიცხავს, რომ მოსამართლე ურთმელიძემ განაჩენი ხვალ გამოიტანოს და დაუყონებლივი აღსრულება მოითხოვოს. განცხადება მედიაექსპერტმა და რუსთავი 2-ის მხარდამჭერმა ნინო დანელიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. დანელია ამბობს, რომ უკანონო გადაწყვეტილებას ურთმელიძე თუ თან დაურთავს დაუყონებლივ აღსრულებას ის ფიზიკურად დაიცავს რუსთავი 2-ს და დახვდება ყველა იმ პირს, ვინც ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად რუსთავი 2-თან მოვა.
"ეს არის ნამდვილი ტრაგიკომედია. გაოგნებული დავრჩი დღევანდელი პროცესის შემდეგ. 3 საათიანი დაკთხვის შემდეგ, იურისტმა კითხა მოწმეს, რომ წარმოგიდგინოთ ციფრები და გითხრათ, რომ ჯენერალ მოტორსის წარმომადგენელი ვარ დაადასტურებდით თუ არაო და მან თქვა, რომ უარს არ იტყოდა. 9 სამუშაო დღეში 5 სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამარლე არ აკმაყოფილებს შუამდგომლობას, ურთმელიძე არ აძლევს იურისტებს კითხვების დასმის საშუალებას. 3 საათში მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაყადაღებულიყო ტელეკომპანია საქართველოს წილები. რა განცხადებებს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი ღარიბაშვილი, გოგი თოფაძე. მე ვფიქრობ, რომ სურათი ყველასთვის ნათეალია,"- აცხადებს დანელია.