20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ჩქარ ტემპს არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესს კურიერთან აფასებს და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური მოტივების შემცველი საქმეა. გაფრინდაშვილი კურიერთან ყურადღებას ამახვილებს სასამართლო პროცესის სწრაფი ტემპით ჩატარების ფაქტზე და აცხადებს, რომ პროცესი კალეიდოსკოპური სისწრაფით მიმდინარეობს.

„უკანასკნელი წლების ყველაზე რთული საქმის სრული სიმძიმე პასუხისმგებლობისა მოსამართლე ურთმელიძის კისერზეა,“ - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილიც კურიერთან ასევე სასამართლოს პროცესის სწრაფი ტემპით მიმდინარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „მოსამართლე ურთმელიძე კამიკაძის როლს ასრულებს.“

დღის ამბები