თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერები სამაუწყებლო კომპანიის ოფისთან შეკრებას 13:00 საათისთვის აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი2-ის სასამართლო პროცესი დღეს 11 საათზე დაიწყება. შესაძლოა, მოსამართლე ურთმელიძემ საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.
ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას სამაუწყებლო კომპანიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. გვარამია არ გამორიცხავს, რომ რუსთავი 2-ის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდეს.