20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
"ყველა შესაძლო დარღვევაზე რეაგირებას მოვახდენთ", - უჩა ნანუაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმა ისაუბრა. უჩა ნანუაშვილის თქმით, რუსთავი 2-ის პროცესს აკვირდება. 

"ჩვენ პროცესს ვაკვირდებით. შეფასებას მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც ამომწურავი ინფორმაცია გვექნება, ჩვენ ამ პროცესის დამოუკიდებელი მეთვალყურე ვართ. ყველა შესაძლო დარღვევაზე აუცილებლად მოახდენთ რეაგირებას. პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ხარისხი გამჭვირვალობის არის. ყველა მონაწილეს აქვს შესაძლებლობა, რომ დააკვირდეს პროცესს, მაქსიმალური იმედი მავს, რომ ყველაფერი კანონის უზენაესობის დაცვით წარიმართება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.  

ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა თბილისი მერიოტში განაცხადა, სადაც ევროსაბჭოს ახალი პროექტების პრეზენტაცია მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები