ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ეხმაურება რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. კრისტიან ურსე აცხადებს, რომ აკვირდება იმ პროცესებს, რომელიც ვითარდება სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე მედია პლურალიზმი.
"რა თქმა უნდა, ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ მოვლენებს. ჩვენი მთავარი გზავნილი კი არის ის, რომ სამართლიანობა და მედია პლურალიზმი უნდა იყოს დაცული," - აღნიშნა კრისტიან ურსემ.