20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებიან

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებიან.

მესამე სექტორის წევრები აცხადებენ, რომ პროცესებში მთავრობის ჩარევა ხდება და ხელისუფლების სურვილია, რომ პროცესი რეკორდული სიჩქარით დასრულდეს.

„გადაწყვეტილების შესრულება ხდება ფორსირებულ რეჟიმში, შეუძლებელია ასეთი კომპლექსური საქმე თვენახევარში განიხილო, რასაც მოსამართლე ურთმელიძე აკეთებს“-განაცხადა საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორმა, სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, რუსთავი 2-ის საქმეზე საერთაშორისო შეფასება ნეგატიურია, რაც უკვალოდ არ ჩაივლის.

რეფორმების ასოციაციის დირექტორის მოადგილე, პაატა გაფრინდაშვილიც, აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის საქმე 2 სუბიექტს შორის სამართლებრივი დავა არ არის,  ეს არის პოლიტიკური პროცესი.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები