20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
"გაერო დიდი ყურადღებით და გარკვეული შეშფოთებით აკვირდება რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს" - ნილს სკოტი

რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და დღევანდელ სასამართლო პროცესს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი. დიპლომატის თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყურადღებით და გარკვეული შეშფოთებით აკვირდება პროცესებს.

"გაერო დიდი ყურადღებით და გარკვეული შეშფოთებით აკვირდება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ველით სასამართლო პროცესის დასრულებას და ამის შემდეგ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას," - აღნიშნა ნილს სკოტმა.  

დღის ამბები