თბილისი მერიოტში ევროსაბჭოს ახალი პროექტების პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეფასებები გაკეთდა რუსთავი2-თან დაკავშირებით ღონისძიებაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
მათი ნაწილი პროცესის ფორსირებაზე მიუთითებს, ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ აღსრულების პროცესში სამართალდამცველებმა ძალისმიერ მეთოდებს მიმართონ.
"იმედის დარბევის მწვავე გამოცდილება გვაიძულებს, რომ სხვანაირად ვიფიქროთ. რადგან, ის სამართალდამცველები არსად წასულან და დარჩნენ თანამდებობებზე. აქედან გამომდინარე, რა სიბინძურესაც აკეთებდნენ, იმას აგრძელებენ," - აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.
კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენლის შეფასებით, პროცესი ფორსირებულად მიდის.
"ეს არ არის მარტივი დავა და მან შესაძლოა სხვადასხვა დიდი შედეგები გამოიწვიოს, როგორც პირდაპირ ფინანსური, ასევე საზოგადოებისთვის. წინა აცილებები, საფუძვლები, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა დაეკმაყოფილებინა," - განმარტა დიმიტრი ხაჩიძემ.