20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
"ივანიშვილი და მისი რეჟიმი ცდილობენ, ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გაიყვანონ" - გიგა ბოკერია

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააკეთეს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მოსამართლე ურთმელიძე პროცესების დაჩქარებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული.

"მოსამართლე ურთმელიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ ეჭვი გაებათილებინა და ყველას თვალსაჩინოდ დაენახა, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. რადგან, არცერთ სამოქალაქო დავაზე ამ ქვეყანაში 9 დღის განმავლობაში არ ჩატარებულა 5 სხდომა და ასეთი სენსიტიური, ამხელა მნიშვნელობის მქონე საქმე, რომელსაც აკვირდება მთელი მსოფლიო, რომელის გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოგვიწოდებს ყველა ჩვენი უცხოელი პარტნიორი, როდესაც ასეთი საქმე მთავრდება ფორსირებული ტემპით, ყველა შუამდგომლობის, აცილების, კოლეგიის გარეშე, იმ ფარსით, რომელიც ჩვენ წინა დღეებში ვიხილეთ, ეს არის აბსოლუტურად ნათელი დადასტურება იმის, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით," - განმარტავს დავით ბაქრაძე. 

ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანს მიაჩნია, რომ ყოფილი პრემიერი და მისი გუნდი ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გაიყვანას ცდილობს. 

"ჩვენი, ყველას ამოცანა არის, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყოს. სამწუხაროდ, ივანიშვილი და მისი რეჟიმი ცდილობენ, რომ ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გაიყვანონ. ისინი ცუდად დაამთავრებენ, ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანა წავიდეს წინ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები