"თუ რუსთავი2-ში სასამართლო ისტანციების სრულად დასრულებამდე შევა სახელმწიფოს წარმომადგენელი საქართველომ ნატოსთან და ევროკავშირთან პროგრესი უნდა დაივიყწოს,"- ეს განცხადება რუსთავი2-ის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
სამადაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უკვე გააკეთა მკაცრი განცხადება.
"ევროკავშირმა მიიღო განცხადება საკმაოდ მკაცრი განცხადება რუთსი2-ზე. თუ რუსთავი2-ში რაიმე სახის სახელმწიფო წარმომადგენელი შევა და ხელს შეუშლის მაუწყებლობას
მანამ სანამ სასამართლო ისტანციები დასრულდება სრულად. შეუძლია საქართველოს უვიზო მიმოსვლა და ნებისმიერი პროგრესი ნატოსთან და ევროკავშირის გზაზე დაივიწყოს,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.