20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
"ელემენტარული, აღქმის საშუალება არ უნდა მივცეთ პარტნიორებს, რომ რაიმე სახის მედია შეზღუდვა არის ქვეყანაში,"- დავით ზალკალიანი

"ელემენტარული აღქმის საშუალება არ უნდა მივცეთ პარტნიორებს, რომ რაიმე სახის მედია შეზღუდვა არის ქვეყანაში," - ასე ეხმაურება მედიაში და რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი. 

ზალკალიანი მოუწოდებს ხელისუფლებას დიდი ყურადღება მიაქციოს მიმდინარე პროცესებს.

"მედიასთან მიმდინარე პროცესები არის დემოკრატიის უდიდეს მონაპოვარი რომელიც საქართველოს გააჩნია, წლებია. ხელისუფლება უნდა იყოს ყურადღებით ელემენტარული აღმქმის საშუალება არ უნდა მივცეთ პარტნიორებს, რომ რაიმე სახის მედია შეზღუდვა არის ქვეყანაში,"- აცხადებს მიქელაძის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ზალკალიანი. 

მედიაში არსებულ ვითარებაზე ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმაც ისაუბრა. 

"სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არის ერთ-ერთი კომპონენტი რომელსაც დასავლეთი საქართველოში დიდი გამადიდებელი შუშით აკვირდება. ეს არის ტესტი, რომელიც საქართველომ უნდა ჩააბაროს,"- აცხადებს ირაკლი ტაბიაშვილი. 

 

 

დღის ამბები