20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
"ერთადერთი უწყება, რომელსაც ქვეყნისა და დემოკრატიის გადარჩენა შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოა,“ - ნიკა გვარამია

სასამართლო პროცესის პარალელურად რუსთავი 2-ისა და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერები სამაუწყებლო კომპანიასთან შეიკრიბნენ. მათ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, მიმართა.

„ჩვენ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოვუწოდეთ, რომ ამ ადამიანს არ მისცეს ქვეყანაში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დანგრევის შესაძლებლობა. როგორი გადაწყვეტილებაც უნდა ისეთი გამოიტანოს, არ არსებობს ქვეყანაში მეორე ურთმელიძე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას გაამართლებს და ძალაში დატოვებს, კერძოდ, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში.

ჩვენ არ გვეშინია იმ გადაწყვეტილების, რომელსაც ურთმელიძე გამოიტანს, მაგრამ მან შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების განჩინება გამოიტანოს. ჩვენ სწორედ ეს ნორმა გვაქვს გასაჩივრებული და ერთდერთი უწყება, რომელსაც შეუძლია ქვეყნისა და დემოკრატიის გადარჩენა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება საკონსტიტუციო სასამართლოა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები