რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სასამართლო პროცესი არაობიექტურია.
„ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს, ამაზე მეტყველებს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილის გუშინდელი უკვე ნახევრად ბოდიშის ტონით საუბარი, აგრეთვე დასავლეთში გაკეთებული სხვადასხვა განცხადებაც ამაზე მეტყველებს," - განაცხადა თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ, კახა კუკავამ.
კახა კუკავამ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზეც გააკეთა განცხადება.
"ადვოკატს, ვინც სარჩელი დაწერა, ლიცენზია უნდა ჩამოართვა, იმიტომ, რომ დაწერილია ოროსნის მიერ,“-განაცხადა კახა კუკავამ.
ახალი მემარჯვენეების გენერალური მდივნის, მამუკა კაციტაძის, თქმით, რუსთავი 2-ის საქმე არ არის კერძო დავა, ეს არის პოლიტიკური პროცესი.
ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ვითარება ხელოვნურადაა დაძაბული.
„ეჭვი მეპარება, რომ მოლოდინების ისე დაძაბვა იყოს საჭირო, სპეცრაზმის დონეზე, რომ იმედთან მიმართებით გაიგივება მოხდეს. ეს საკითხი, დღევანდელი რუსთავი 2-სა და იმედის თემა, ძალიან შორს დგას. ერთადერთი რაც აქვს 7 ნოემბრის იმედისა და დღევანდელი რუსთავი 2-ის საერთო, არის ნიკა გვარამია, რომელიც მაშინ ტელეკომპანია იმედს ყველანაირ დონეზე ებრძოდა და დღეს სიტყვის თავისუფლების ამადგარად გამოდის,“ - განაცხადა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა.