რუსთავი 2- თან დაკავშირებით განცხადებეი დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ამ წუთებში გიორგი მარგველაშვილს ხვდებიან. შეხვედრა ერთი საათის წინ დაიწყო და ის არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით იმართება.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმებიან.
"მიაჩნია თუ არა პრეზიდენტს რომ უმაღლესი პირების განცხადება არის ზეწოლის ფაქტი. იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვა სასამრთლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის საზიანოდ იქნება თუ არა მისი გამონათქვამი საფუძველი იმისა, რომ ქიბარ ხალვაშმა
საერთაშორისო დონეზე თუნდაც ევროსაბჭოს დონეზე დააყენოს საკითხი, რომ მის გადწყვეტილებას ჰქონდა პოლიტიზირებული ხასიათი და მასზე ზეგავსლენას ახდენდა პრეზიდენტი," - განაცხადა ნანა კაკაბაძემ შეხვედრის დაწყებამდე.
ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილიც, რომელიც ამ წუთებში გიორგი მარგველაშვილს ხვდება.
"ვფიქრობ რომ თუ არ იქნება ხელოვნურად დაძაბულობა მასშტაბებში გაზრდილი და სიღრმეებში წასული ვფიქრობ ამის საფუძველი არ არის. მითუმეტეს ამ ეტაპზე ჯერ კიდევ პირველი ისტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია და სულ
არ გამიკვირდება რომ პირველმა ისტანციამ გადაწყვეტილება რუსთავი2-ის ხელმძღვანელობის სასარგებლოდ მიიღო," - აცხადებს ნიკოლაიშვილი.
ავტორი ელისო ჯარიაშვილი