20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" შემოსასვლელთან ყველა სატვირთო ავტომობილს საპატრულო პოლიცია ამოწმებს

დღეს დილიდან რუსთავი 2-ის შემოსასვლელთან ყველა სატვირთო ავტომობილს საპატრულო პოლიცია ამოწმებს.  პატრულის თანამშრომლები ამბობენ, რომ დავალება მათ ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. 

რუსთავი 2-ის ერთ-ერთი მანქანის შემოწმების დროს ადგილზე სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მივიდა და მოითხოვა განმარტება თუ კანონის რომელი ნორმის საფუძველზე ხდებოდა სატვირთო ავტომობილების შემოწმება. კითხვაზე ნიკა გვარამიამ პასუხად მხოლოდ ის მიიღო, რომ ეს იყო დავალება და ისინი ამ დავალებას ასრულებდნენ. 

დღის ამბები