რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები სტუდენტები იყვნენ. ახალგაზრდები თვლიან, რომ საქართველოში ირღვევა სიტყვის თავისუფლება.
ორგანიზატორების თქმით, ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი და სტუდენტებს ამ აქციების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ ვთვლით, რომ დღეს, როდესაც მხარს ვუჭერთ რუსთავი 2-ს, ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.