20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
"არსებობს საეჭვო დამთხვევები, მაგალითად მოსამართლის და მისი დედის საქმე ,"- ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩუსი

"არსებობს საეჭვო დამთხვევები ... შემთხვევით არაფერი ხდება ეს ყველამ კარგად ვიცით,"- ეს განცხადება ევროპარლამენტარმა პეტრას აუშტრევიჩუსმა კურიერთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართული ოცნების წევრებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. 

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იძლევა იმის საფუძველს, რომ მათ მკაფიო და მტკიცე პოზიცია დააფიქსირონ აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესებს. ეს ტელეარხი გახდა დამოუკიდებელი და გახსნილი მედიის სიმბოლო. რაც შეეხება მისი მფლობელობის საკითხს, არსებობს საეჭვო დამთხვევები, მაგალითად მოსამართლის, რომელიც ამ პროცესს უძღვება და მისი დედის საქმე. შემთხვევით არაფერი ხდება ეს ყველამ კარგად ვიცით. გვახსოვს რუსეთში როგორ ჩაიგდო ხელში ხელისუფლებამ პოპულარული ტელეარხების უმრავლესობა. სწორედ ამიტომ არსებული გარემოება გვაძლევს ბიძგს მკაფიო და მტკიცე პოზიცია დავიკავოთ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებთ,"- განაცხადა პეტრას აუშტრევიჩუსმა კურიერთან საუბრის დროს. 

ავტორი:თეონა ცხომელიძე

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები