20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
„მისი მოწოდება იყო ის, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება მიეღო მშვიდ გარემოში, აჩქარების გარეშე," - კახა კოჟორიძე პრეზიდენტზე საუბრობს

გიორგი მარგველაშვილთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განმარტა, რომ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით,  ერთ-ერთ საფუძვლად უდევს მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ პოზიცია, სასამართლოს პროცესის დაჩქარების შესახებ.

„მისი მოწოდება იყო ის, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება მიეღო მშვიდო გარემოში, ყოველგვარი აჩქარების გარეშე და მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ორი დღით ადრე ამ განცხადებამდე მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სადაც ის ამბობდა, რომ მოსამართლემ ამ საქმეზე რაც შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ძირითადი საუბარი ამ შეხვვედრაზე იყო იმ უამრავ ძალადობრივ დანაშაულზე, რომელიც მოხდა და რომლის პასუხიც დღემდე არ არის,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ.

პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავად მოითხოვეს ქვეყნის პირველ პირთან მოლაპარაკებები.

 

 

დღის ამბები