20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
შს სამინისტრომ "რუსთავი 2-ის" პერიმეტრის კონტროლი გაამკაცრა

შს სამინისტრომ რუსთავი 2-ის ტერიტორიის კონტროლი გაამკაცრა, მიზეზი უცნობია. მაუწყებლის შენობა და პერიმეტრი 24 საათის განმავლობაში 13 სათვალთვალო ვიდეოკამერით კონრტოლდება. 

რუსთავი 2-ისა და ტელეკომპანია საქართველოს  შენობების შესასვლელთან კი საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლები პატრულირებენ. 

მაუწყებლის შენობასთან რამდენჯერმე კურიერის გადამღებმა ჯგუფმა უცნობი პირებიც დააფიქსირა, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.

დღეს დილიდან კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე ყველა სატვირთო ავტომობილს ჩხრეკენ და ამბობენ, რომ მათ ხელმძღვანელობისგან დავალება მიიღეს. 

პატრულის მიერ გაკეთებული ეს განმარტებები გაუგებარია არასამთავრობო სექტორისთვისაც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ჩხრეკისთვის აუცილებელია სასამართლოს დასკვნა ან გადაუდებელი შემთხვევა, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინიტროს და სუს-საც მიმართა და განმარტებების გაკეთება მოსთხოვა, თუმცა ამ თემაზე არც ერთ ძალოვან უწყებაში კომენატრი არ გააკეთეს. არხის პოზიცია არასამთავრობო სექტორმაც გაიზირა. 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

 

 

შს სამინისტრომ რუსთავი2-ის პერიმეტრის კონტროლი გაამკაცრა

დღის ამბები