20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ საქმე აღიძრას

რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ საქმე აღიძრას. 

"ცხადია, რომ არ გამოვრიცხავ. პროკურატურის მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ,"- ამბობს გვარამია.

მისივე განცხადებით დაუყონებლივ უნდა აღიძრას საქმე მისი ტელეფონის უკანონოდ მიყურადების გამო.

"უკანონო და ფარულ მიყურადებაზე უნდა დაიწყოს გამოძიება ეს ნამდვილად ასეა. ამას მოთხოვნა არ სჭირდება ავტომატურ რეჟიმში უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ. საჯაროდ გამოქვეყნებული წყაროა ასევე პასუხები უნდა გამცეს პროკურატურამ რა ხდება ჩემი დაშანტაჟების საქმესთან დაკავშირებით ეს ახალი გარემოება რამეს ხომ არ ცვლის შემთხვევით,"- აცხადებს ნიკა გვარამია. 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები