საპაექრო სიტყვით წარსდგებიან დღეს მხარეები რუსთავი 2-ის საქმეზე, რის შემდეგაც დრო უკვე რეპლიკებს დაეთმობა. ამით პროცედურები დასრულდება და მოსამართლე სათათბიროდ გავა.
გამოაცხადებს თუ არა თამაზ ურთმელიძე დღესვე გადაწყვეტილებას ეს რამდენიმე საათში გაირკვევა. ტელეკომპანიის ადვოკატები პროცესების დაჩაქრებულ ტემპზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ დღესვე მიიღოს მან გადაწყვეტილება.
ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარის აზრით, მოსამართლეს სავარაუდოდ, გარკვეული დრო დასჭირდება და მათი ვარაუდით, მან შესაძლოა, დღეს არ გამოიტანოს გადაწყვეტილება.
რუსთავი 2-ის ადვოკატებმა საპაექრო სიტყვის მოსამზადებლად პროცესის გადადებით გუშინ იშუამდგომლეს. მოთხოვნას ქიბარ ხალვაშის იურისტები არ დაეთანხმნენ, თუმცა მოსამართლემ სხდომა დღეისთვის მაინც გადადო.