20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ - სხდომა ორშაბათისთვის გადაიდო

თამაზ ურთმელიძემ სასამართლო სხდომა, საქმეზე ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ორშაბათს 11 სააათისთვის გადადო. მოსამართლემ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის იურისტების შუამდგომლობა. 

"საპაექრო სიტყვისთვის ვიყავით მზად, მგრამ დაიკითხა ექსპერტი. 3 საათიანი დაკითხვა იყო აუცილებლი შეგვესწავლა სრულად და ამიტომ მოვითხოვეთ სხდომის გადადება. მოსამართლემ გაითვალისწინა ჩვენი შუამდგომლობა. ის ერთი დოკუმენტი რომელიც დდევს საქმეში არაფერს არ წარმოადგენს და არაფერს არ ეყრდნობა ამას ჩვენ ორშაბათს დეტალურად წარმოვადგენთ. ის პირი არასდროს არ ყოფილა რუსთავი2-ის ფინანსური დირექტორი რომელიც დოკუმენტს აწერს ხელს,"- აცხადებს ტელეკომპანია საქართველოს იურისტი ზაზა ბიბილაშვილი. 

სხდომის გადადებას მხარი დაუჭირეს ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმაც.

"მოპასუხემ არაერთხელ ითხოვა სხდომის გადადება. ისინი თვლიან, რომ დამატებითი დრო სჭირდებათ. ჩვენ მზად ვართ, მივცეთ მათ ეს დრო, რომ უკეთ მოემზადონ", - განაცხადა პაატა სალიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები