20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
"ყველაზე დიდ სკეპტიკოსსაც აღარ შეაქვს ეჭვი, რომ რუსთავი 2-ში გვარამიას წინააღმდეგ შანტაჟს ჰქონდა ადგილი", - ზაალ უდუმაშვილი

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად შანტაჟს იყენებს. 

"ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი იყო სასამართლო, რომელსაც, პრაქტიკულად, სახე დაკარგული აქვს და ეს ჩვენმა პროცესებმა აჩვენა. თუმცა ბოლო დღეებში ახალი იარაღი გამოჩნდა და ეს არის შანტაჟი. რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ჯერ ოჯახის წევრების უსაფრთხოებით და შემდეგ ვიდეო და აუდიო მასალების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და ეს მუქარა გუშინ ხელისუფლებამ ნაწილობრივ აასრულა.

"მე მგონი ყველაზე დიდ სკეპტიკოსსაც აღარ შეაქვს ეჭვი, რომ რუსთავი 2-ში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შანტაჟს ჰქონდა ადგილი, ამ შანტაჟის მთავარი მიზანი ორი რამ იყო, პირველი, რომ თავად, ნიკა გვარამია დაეზარალებინა, და მეორე თავად რუსთავი 2-ში განხეთქილება შეეტანათ. მე მინდა ამ ჩანაწერების ავტორებსა და სულის ჩამდგმელებს ვუთხრა და გავუცრუო იმედები, რომ ამ ჩანაწერებით ნიკა გვარამია ვერაფრით ვერ დაზარალდება და მეორე, რუსთავი 2 დღეს კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერია და ამისთვის შემიძლია მადლობაც გადაგიხადოთ," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები