20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
„გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ გვარამიაზე მართლაც ხორციელდებოდა ზეწოლა" - ანა ნაცვლიშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რომელიც გუშინ გავრცელდა, ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიაზე შანტაჟი ხორციელდებოდა. ანა ნაცვლიშვილის თქმით სატელეფონო საუბრის აუდიომასალა არანაირად არ ხსნის იმ კითხვებს, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებაში აქამდე არსებობდა და ხელისუფლებამ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

„ეს ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, ერთის მხრივ ადასტურებს იმას, რომ გვარამიაზე მართლაც ხორციელდებოდა ზეწოლა, რადგან სწორედ ამ ტიპის ჩანაწერების გასაჯაროება იყო მუქარის ერთ-ერთი ნაწილი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს ამ ჩანაწერების კანონიერების საკითხი,“ - განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.   

 

დღის ამბები