20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე ერთი საათია რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა. შესვლამდე ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გუშინ გავრცელებულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ისაუბრა.

"ამ ჩანაწერებში მე ვარ მსმენელი და რაც მოვისმინე, იმას კიდევ ერთხელ მოვყვები. ამ ჩანაწერებში საუბარი არ არის იმაზე, რომ "რუსთავი 2"-მა უნდა დაგეგმოს ვინმესთვის სროლა, ან სახელმწიფო უფლებებში შესვლა. სახელმწიფო გადატრიალებას ვერ მოაწყობს ადამიანი "რუსთავი 2"-ის შენობაში, რადგან ეს არ არის სახელმწიფო დაწესებულება, ამისთვის საჭიროა შეიჭრა სამინისტროში, ან რომელიმე სხვა უწყებაში. მიხეილ სააკაშვილი მიზიარებს თავის დამოკიდებულებას. ეს პირველად არ მომხდარა. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება არის წამსვლელი უკიდურეს ნაბიჯებზე იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაპროტესტებთ სიტყვის თავისუფლებას. ის უშვებს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს ძალა, მათ შორის - ჩვენს წინააღმდეგ. მე ამას არ ვიზიარებდი მაშინ, მაინცდამაინც არ ვიზიარებ ახლაც, თუმცა ხელისუფლება ისე იქცევა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ნამდვილად საეჭვო გახდა ჩემი ეს რწმენა," - განაცხადა გვარამიამ. 

ამავე დროს ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ სამაუწყებლო კომპანია, რუსთვი2 არ მოუწოდებს მაყურებლებს რომ დაიცვან სამაუწყებლო კომპანია, მისი შენობა და თანამშრომლები. 

"თუ შეიკრიბებიან, ეს იქნება მხოლოდ მათი გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვფლობთ რაიმე მექანიზმებს, რომ პროცესები გავაკონტროლოთ და მათი უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ. ასევე, თუ შემოგზავნილი იქნება პროვოკატორი ხელისუფლების ან რომელიმე ძალის სიტყვის თავისუფლებას ვუზრუნველყობთ ჩვენ, ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყოს ხელისუფლებამ," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები