20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
"ვემიჯნებით ყველა პოლიტიკური ძალის მიერ დაწერილ შესაძლო სცენარს. ეს არ არის ჩვენი თამაში", - გიორგი ლაფერაშვილი

"ვემიჯნებით ყველა პოლიტიკური ძალის მიერ დაწერილ შესაძლო სცენარს. ეს არ არის ჩვენი თამაში," - ეს განცხადება რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა არასამავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

"იდეების დონეზე განვიხილეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები. მათ მთავარი რაც აინტერესებდათ, სად ვართ ჩვენ ამ დაპირისპირებაში. ჩვენ ვართ იქ, სადაც ვიყავით. ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ვაკეთებთ იმას, რასაც თითოეული თქვენთაგანი აკეთებს. ამაზე არც მეტის გაკეთება გვინდა და არც ნაკლების. ვემიჯნებით ყველა პოლიტიკური ძალის მიერ დაწერილ ყველა შესაძლო სცენარს ეს არ არის ჩვენი თამაში. პოლიტიკოსებმა აკეთონ თავის საქმე. ჩვენ მათ გაკეთებულს გავაშუქებთ ყველა მხარეს," - აცხადებს გიორგი ლაფერაშვილი.

 

 

 

დღის ამბები