უკრაინაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე და წამების კადრებზე კომენტარს აკეთებს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, ვიდეო და აუდიომასალების წარმომავლობის დასადგენად უნდა დაიწყოს გამოძიება.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ამის საუკეთესო შესაძლებლობა უკრაინაში მოღვაწე ნაციონალური მოძრაობის წევრებს აქვთ.
წულუკიანი აქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტები არ გახდნენ რაიმე ტიპის მანიპულაციის მსხვერპლი.
„უკრაინაში, სადაც ნაციონალებმა თავად არიან პროკურორებიც, გუბერნატორებიც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც, უდნა დაიწყოს გამოძიება, რომ დადგინდეს, საიდან მოხვდა ეს ჩანაწერები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არც რუსთავი 2-ის და საერთოდ არც ერთი ჟურნალისტი საქართველოში რაიმე ტიპის უკანონო მანიპულაციის მსხვერპლი არ გახდეს. მივცეთ სასამართლოს გზა სწორი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებისკენ. სტაბილურობის ფარგლებში, რომელსაც ამ ქვეყანაში ვერანაირი სააკაშვილი ვერ შეუქმნის საფრთხეს, უზრუნველყოთ ზუსტად ის ხარისხი და უფრო მეტი თავისუფალი მედიის, მათ შორის რუსთავი 2-ისთვის, რომელიც არ დაიხურება,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.