გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე ეხმაურება.
პაატა დავითაიას თქმით საუბრები ნიკა გავრამიასთნ მასაც ჰქონდა და ამაში საგანგაში არაფერია.
დავიათაიას შეფასებით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.
„ბატონი გვარამია აწარმოებდა მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან. მეც ვსაუბრობდი მასთან და ეს ჩვეულებრივი რეჟიმია. ძალიან გამიჭირდება ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით, ვინმეზე ბრალის წაყენება, რომ დამჭირდეს. საუბარია თავდაცვაზე და ამ თავდაცვაშიც არის აზრების გაზიარება. ნებისმიერ ქმედება, რომელიც განკუთვნილია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის, შედეგები, რაც მოჰყვება ამას, პასუხისმეგებლი არის ხელისუფლება,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.