20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
ირაკლი შოთაძე ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ცინიკური განცხადებები 315-ე მუხლით საქმის აღძვრასთან დაკავშირებით უადგილო“ იყო.

ირაკლი შოთაძის განცხადებით გვარამია და ბოკერია გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკვშირებით უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწმის სახით იკითხებიან.

„ბოლო დღეებში როდესაც უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო 315-ე მუხლით მოვისმინეთ ცინიკური განცხადებები, თუმცა დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ცინიკური განცხადებები იყო უადგილო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და თუკი ვინმეს ქმედებაში დადგინდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და იარსებებს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაკავების საფუძველი რა თქმა უნდა მოხდება ასეთი ადამიანების დაკავება. ამ ეტაპზე ამ კითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს,“ - აცხადებს ირაკლი შოთაძე.

დღის ამბები