20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
”სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განცხადება გააკეთა, რომელიც მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკითხის სამართლებრივ მხარეზე ისაუბრეს, ხელისუფლებას საქმის დროულად გამოძიებისკენ, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანაში არეულობის მოწყობისგან თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ ის, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ძიება იწყებოდა და არ სრულდებოდა. ჩვენ გვინდა გავიგოთ რას ნიშნავდა ეს ყოველივე, რა საფრთხის მომტანი იქნებოდა ეს ყოველივე. რაც შეეხება თავად აუდიოჩანაწერს, შესაძლებელია რომ მოიპოვა უკრაინულმა მხარემ, სადაც დღეს რამდენიმე სპეცსამსახური მუშაობს,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე.

დღის ამბები