მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით ხელისუფლებამ მოახდინა დროული რეაგირება და შეძლო მოსალოდნელი საფრთხის პრევენცია. ირაკლი შოთაძე დამნაშავეების დასჯასა და საქმის გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ეს არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობები, ხოლო პროკურატურა მონაწილეობს მხოლოდ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად ჩაატარა საჭირო უსაფრთხოების ზომები. ეს პრევენციული ღონისძიებები და დამნაშავეების დასჯა და საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს ირაკლი შოთაძე.