20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
"ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ბატონი ბაქრაძის ლიდერი ასე აზროვნებს და ასეთ გეგმებს სახავს? - დავით უსუფაშვილი

„ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ბატონი ბაქრაძის ლიდერი ასე აზროვნებს და ასე მეტყველებს და ასეთ გეგმებს სახავს?“ - ასეთი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ საქმის პოლიტიკური მხარე ნათელია.

დავით უსუფაშვილმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და თქვა, რომ თუკი ნაციონალური მოძრაობა საკუთარი განცხადებებით ხაზს უსვამს, რომ დღეს მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მეურვეობას საჭიროებს, რომ შეცდომები არ დაუშვას, ხელისიფლება ამ საკითხს განიხილავს.  

"გუშინდელ განცხადებებს დღეს ყველა ემიჯნება, გარდა სააკაშვილისა და ამბობენ, რომ ჩვენ არაფერს არ ვგეგმავდითო და არ ვიცი. გამოდის, რომ მარტო სააკაშვილი გეგმავდა რაღაცას და მისი პარტია მას აღარ ემორჩილება. პოლიტიკური მხარე ამ საქმის სრულიად ნათელია. ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაზარალდეს მედია - რუსთავი 2, რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს მისი ხელმძღვანელობა თუ ჟურნალისტები, რა ღირებულებებსაც არ უნდა აღიარებდნენ, მათ აქვთ უფლება იმუშაონ. მე მაოცებს ის, რომ ყველა საუბრობს ამ საკითხზე გარდა იმ ხალხისა ვისაც ეხება საკითხი-კონკრეტულად ამ არხის მეპატრონეებს, მათი კომპანიის თუ ქონების თაობაზეა დავა - ვიღაცეები მას იცავენ, ვიღაცეები ბარიკადებს გეგმავენ, ვიღაცეები სხვანაირად გამოხატავენ პოზიციებს. მე პირველ რიგში მაინტერესებს ეს ხალხი არსებობენ რეალობაში და ისინი რეალურად ამ ტელევიზიის პატრონები არიან, თუ არ არსებობენ და უარი აქვთ ნათქვამი, თუ ასეა მაშინ სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც ალბათ სხვა სურათი და ვითარება იქმნება," - აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

დღის ამბები