20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
უსაფრთხოების სამსახურში ნიკა გვარამიას 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ

უსაფრთხოების სამსახურში ნიკა გვარამიას 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი საქმეზე არსებული გრიფით საიდუმლოს გამო დეტალებზე არ საუბრობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ გამოძიებას მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის არასწორი ინტერპრეტაცია აქვს.

გამოძიებამ დაკითხვაზე გიგა ბოკერიაც დაიბარა. ნიკა გვარამიამ და გიგა ბოკერიამ დაადასტურეს, რომ ჩანაწერები, რომელიც გუშინ უკრაინული საიტით გავრცელდა ავთენტურია.

უსაფრთხოების სამსახურში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ, დეტალებზე ჟურნალისტებთან არც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ დააკონკრეტა.

პრემიერმინისტრი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობისგან საზოგადოებრივ წესრიგის უზრუნველყოფას ითხოვს.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.

დღის ამბები