20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
სასამართლო დავა, ტელევიზიის კონტროლი, შანტაჟი... - "რუსთავი 2-ის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია

რუსთავი2-ის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო განცხადება გააკეთა. გვარამიას განცხადებით, მის მიმართ ხელისუფლება დაშინებასა და შანტაჟს იყენებდა.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკითხვაზე დაიბარეს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორიც და ალექსი ახვლედიანიც, რომელმაც გავარამიას თქმით მას ხელისუფლების გზავნილი გადასცა. ახვლედიანმა გამოძიების შეკითხვებს უპასუხა თუმცა შუამავლობა უარყო. 

სასამართლო პროცესების პარალეურად რუსთავი 2-ის დასაცავად შეკრება დაიწყეს სამაუწყევლო კომპანიის მხარდამჭერებმა. 22 ოქტომბერს ტელეკომპანიის შენობასთან შეკრებილებილები არხის ხელმძღვანელობამ რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე მათი უსაფრთხოების მიზნით შეუშვა. პროცესის გადადების შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის ეზოში შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა.

23 ოქტომბერს, როდესაც რუსთავი 2 თავისულფლების მოედანზე დაგეგმილი გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადებოდა ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის საიტზე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწრი გამოჩნდა, სადაც საუბარი რუსთავი 2-ზე განვითარებულ მოვლენებსა და თითქოსდა დაგეგმილ დაპირსპირებას შეეხებოდა.

24 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსი საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. ლევან იზორიამ განცხადება 315-ე მუხლით გამოძიების დაწყების შესახებ გააკეთა. აქვე ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2 სამართალდამცველების მხრიდან 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო.

ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 სათვალთვალო ვიდეოკამერა დაამონტაჟეს. საპატრულო პოლიციის მანქანების გარდა მიმდებარე ტერიტორიას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უშიშროების თანამშრომლებიც აკონტროლებენ.

ავტორი: ეკა გაგუა

 

 

 

 

 

 

დღის ამბები