არასაპარლამენტო ოპოზიცია რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერები მოუწოდებენ ყველას არ გამოიყენონ სამაუწყებლო ტელეკომპანია პოლიტიკური ინტერესებისათვის. როგორც არასაპარლენტო პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, ისინი სამოქალაქო პროტესტით აპირებენ დაიცვან ტელეკომპანია რუსთავი 2, მაგრამ არა ესკალაციისა და ძალადობის გზით.
„ჩვენ ხშირად დავპირისპირებივართ ხელისუფლებას, მაგრამ არასდროს წინ ფარად არ დაგვიყენებია არც ჟურნალისტი, არც რიგითი მოქალაქე და მათი მანიპულირებით არ გვიწარმოებია ეს დაპირისპირება. გინდა პარტიის დაპირისპირება ხელისუფლებასთან - გინდა ბარიკადებით და გინდა სხვა ფორმით? მაშინ ნუ რევ ამ საქმეში ჟურნალისტებს,“ - ამბობს ახალი მემარჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძე.
ლეიბორისტების განცხადებით ბოლო ფაქტებმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში სპეცსამსახურების მხრიდან ტოტალური მოსმენები მიმდინარეობს. როგორც გიორგი გუგავა ამბობს ბიძინა ივანიშვილი პირადად უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებსა თუ ჟურნალისტებს.
„სპეცაღჭურვილობა ბიძინა ივანიშვილს დამონტაჟებული აქვს საკუთარ სახლში და ის პირადად უსმენს პოლიტიკურ მოწინაღმდეგეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, მათ შორის ჩვენი პარტიის ლიდერებსაც. ის ასეთი მოსმენებით ჩანაწერებით აპირებს სიტუაციის მართვას და მის გამოყენებას თავისი ჭკუით კომპრომატებად,“ - აცხადებს გიორგი გუგავა.
ავტორი: ეკა მაღრაძე.