"ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ" საქმის სასამართლო პროცესი ორშაბათს 11 საათზეა დანიშნული. საპაექრო სიტყვის მოსამზადებლად ადვოკატებს მცირე დრო დარჩათ.
ტელეკომპანიის დაცვის მხარე მოსარჩელის მხრიდან მტკიცებულების არ არსებობაზე საუბრობს. რუსთავი 2 იურისტები ასევე ამტკიცებენ, რომ საქმე რომელიც მხოლოდ 9 სამუშაო დღეა გრძელდება მათი უფლებების სრული უგულებელყოფით მიმდინარეობს.
ორშაბათს სხდომაზე რუსთავი 2-ის იურისტებს კიდევ რამდენიმე შუამდგომლობა აქვთ. შინაარსი ისინი არ ამხელენ, თუმცა ცნობილია, რომ სხდომის გადადებას აღარ მოითხოვენ.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი