"რუსთავი 2" ახალი ძალების რეკრუტირებას იწყებს – სულ მალე არხის სარედაქციო პოლიტიკას საზოგადოებრივი საბჭო გააკონტროლებს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ორგანო უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი არხის სარედაქციო პოლიტიკა მაქსიმალურად დაცული იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ზეგავლენისგან.
სამართლიანი არჩვენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ერთ–ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომელმაც შეთავაზება რუსთავი 2–ის საზოგადოებრივი საბჭოს წევრობაზე უკვე მიიღო.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საბჭო არხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ცაერევა და ის ისევ კრიტიკული დარჩება.
ახალი რგოლი, ტელევიზიას პოლიტიკური ზეწოლის, ან პარტიული ჩარევებისგან თავის დასაცავად დამატებით მექანიზმს შეუქმნის და არხის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გაჩეილ შეკითხვებსაც მოხსნის.