რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული პროცესები, ბოლო კვირის განმავლობაში, არაერთი გავლენიანი მედიასაშუალების ყურადღების ცენტრში მოექცა.
"მთავრობის მიერ ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობა ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ვაშიგტონ პოსტი. სარედაქციო წერილში გამოცემა წერს, რომ 2012 წლის არჩენების შემდგე ქვეყნა დემოკრატიის ნორმების ზღვარს გასცდა, რადგან ახალი მთავრობა პოპულისტი მილიარდერის ხელმძღვანელობით არჩევნებში დამარცხებულთა დასჯას და მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში კრიტიკის ჩახშობას შეეცადა.
ვრცელ სტატიას ქართული ტელევიზიის ამბებს უთმობს ფრანგული გამოცემა ფიგაროც.
უცხოური მედიით გავრცელდა ქართული დემოკრატიის რისკებისა და საფრთხეების შესახებ საერთაშორისო დონეზე დაფიქსირებული არაერთი ოფიციალური პოზიციაც. მათ შორის საერთაშორისო გაერთიანებების მიერ. რამდენიმე დღის წინ, რუსთავი 2-ის შესახებ წერილი ევროკავშირის მისიამ გაავრცელა. რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესებს აკვირდება ევროსაბჭო და გაეროც.
მედიის თემაზე ყველა შეხვედრაზე კითხვები დასვა თბილისში ჩამოსულმა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე