20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
"სააკაშვილს თავში არაფერი კარგი ჩვენი ქვეყნისთვის არა აქვს", - ირაკლი ალასანია

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილის ფარულ ჩანაწერებში არსებულ განცხადებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ დღეს ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებას ყველა უნდა გაემიჯნოს.

"ნათლად გამოჩნდა, რომ სააკაშვილს - ამ კაცს თავში არაფერი კარგი ჩვენი ქვეყნისთვის არა აქვს. მას სურვილი აქვს პოლიტიკაში მობრუნდეს სწორედ ასეთი პოლიტიკური ხრიკებით და არასტაბილურობის აგორებით. რუსთავი 2 რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაემიჯნოს ამ პროცესს და სრული გამიჯვნა მოახდინოს სააკაშვილის გუნდისგან,“ - ამბობს ირაკლი ალასანია, რომელიც აქვე გამოთქვამს გაკვირვებას ნაციონალური მოძრაობის მისამართით.

ალასანიას თქმით ნაციონალური მოძრაობის წევრებიც უნდა გაემიჯნოს მიხეილ სააკაშვილის ამ გამონათქვამებს, „და მხოლოდ საარჩევნო პროცესით უნდა მოვახერხოთ ივანიშვილის არაკომპეტენტური და არაფრის მაქნისი ხელისუფლების გაშვება,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.

დღის ამბები